კახეთში 80 წლის წყვილმა ჯვარი 55-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაიწერა (ფოტოკოლაჟი)

ელდარ მარგალიტაშვილმა და ნუნუ ბერიამ 55-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს. 55 წლის წინ ემზარ მარგალიტაშვილმა ნუნუ ბერია სამეგრელოდან წამოიყვანა და ახლა წყვილი თელავში ცხოვრობს. „კვირა+“ გაესაუბრა ჯვრისწერის ორგანიზატორს, რომელიც ელდარ მარგალიტაშვილი და ნუნუ ბერიას შვილიშვილის ქმარია. როგორც გიორგი ტორონჯაძემ გვითხრა, ჯვრისწერა მისი დაჟინებული თხოვნით შედგა. – ელდარ მარგალიტაშვილი და ნუნუ ბერია ახლა თელავში ცხოვრობენ. ელდარ მარგალიტაშვილმა ნუნუ ბერია 55 წლის წინ სამეგრელოდან კახეთში წამოიყვანა. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს ვერანაირად ჯვრის დაწერა, მაგრამ 80 წლის ასაკში ჯვრისწერა შედგა. როგორც სიძეს, უარი ვეღარ მითხრეს. დავწერეთ ჯვარი და მოვუწყე ფოტოსესია, მათ 2 შვილი, 2 შვილიშვილი და ჩემი შვილის სახით ერთი შვილთაშვილი ჰყავთ”, – განაცხადა გიორგი ტორორნჯაძემ „კვირა+“-თან საუბრისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები