მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ოპერაციის დეტალებზე „კვირა+“- ს კახა მამულაშვილი ( მამულიჩა ) ესაუბრა.
მისი თქმით, ხვალ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ევას ხერხემალზე უნდა ჩაუტარდეს, ურთულესია.
მკურნალობა დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული. მამულიჩა ამბობს,რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ლიდერი შოთა არველაძე აქტიურად იყენებს თურქეთში კონტაქტებს, რომ ოპერაციის ხარჯები შეამსუბუქოს. კახა მამულაშვილი იმედოვნებს, რომ ევას ფინანსურად დახმარების სურვილს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს.
„თურქულ საავადმყოფოსთან კონტაქტი სულ მაქვს, ვიცი რომ, შოთა არველაძე ყველაფერს აკეთებს ევას დასახმარებლად, ის კონტაქტებს იყენებს და ცდილობს შორენას ოჯახს ფინანსური საკითხი შეუმსუბუქოს. ჩვენც აქედან ვცდილობთ და იმედია, უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს ევას დახმარების სურვილს. როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 დოლარი გადმორიცხა, პირველი ოპერაციას თანხის ნაწილი აკლია, მაგრამ მეორე ოპერაციაც საჭირო იქნება. ბავშვს პირველ რიგში ხერხემლის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი. აქ რაც იყო გასაკეთებელი ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა მკურნალობის კურსია გასაგრძელებელი. რეაბილიტაცია და კიდევ ბევრი რამ სჭირდება, რასაც საქართველოში სამწუხაროდ ვერ აკეთებენ და ამიტომ გახდა ბავშვის გადაფრენა საჭირო“, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.