“კახა კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა” – რას ჰყვება სასტუმროს წარმომადგენელი
სასტუმრო “სანსეტ შოვის” მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი აცხადებს, რომ სასტუმრო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოჯახმა სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც “სანსეტ შოვში” იმყოფებოდა, “რუსთავი 2”-თან ამბობს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, საკუთარი ავტომობილით დატოვა.
“კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.