კაცმა 54 ცალი პოპკორნი ერთ წუთში პირით დაიჭირა და გინესის რეკორდსმენი გახდა (ვიდეო)

გინესის უცნაური რეკორდსმენი – წიგნში ორი მამაკაცი შევიდა. დუეტი საკმაოდ უცნაური საქმიანობითაა დაკავებული. ერთი მეორეს პოპკორნს ესვრის, ეს უკანასკნელი კი მათ პირით იჭერს.

რეკორდი კი ამ რაოდენობით დამყარდა – ერთ წუთში დაჭერილი და შეჭმული 54 ცალი პოპკორნი.

დევიდ რაში და ჯონათან ჰანონი, არც მეტი არც ნაკლები, სწორედ ამ საქმიანობით შევიდნენ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში. წინამორბედი რეკორდი წუთში შეჭმული 37 ცალი პოპკორნი გახლდათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები