ბაგამის კუნძულებზე დასასვენებლად მყოფი ტურისტები შემზარავი სანახაობის მომსწრეები გახდნენ. მათ თვალწინ კატერი აალდა, რომელზეც ათი ამერიკელი ტურისტი და ორი ადგილობრივი იმყოფებოდნენ. აალება ძრავის აფეთქების შედეგად მოხდა, კატერი ცეცხლის ალში გაეხვა. ტრაგედიის თვითმხილველებმა მიახლოება შეძლეს და ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა სერიოზული ტრავმები და დამწვრობები მიიღეს. მათი გადარჩენა საერთო ძალისხმევით მოხერხდა.