84 წლის მოდელის სილამაზის საიდუმლო
კარმენ დელ ორეფაისი, მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მოდელი 84 წლისაა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი სილამაზის საიდუმლო ძალიან უბრალოა: მას უყვარს ძილი და ცურვა, ამიტომ სძინავს და ცურავს იმდენს, რამდენის საშუალებასაც ასაკი აძლევს. კარმენი არ მალავს, რომ მას პლასტიკური ქირურგებისთვისაც მიუმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ ყოველთვის მოიძებნება გაუმჯობესების გზა. მაგრამ კარმენი აღიარებს, რომ პლასტიკური ქირურგია არაა საკმარისი: “წესრიგში უნდა იყოს როგორც სხეული, ასევე გონება და აზრები”. კარმენი 15 წლის ასაკში გახდა მოდელი და დღემდე აგრძელებს ამ სფეროში მოღვაწეობას. ამის გამო კარმენი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე მოდელი, რომელიც ახლაც მოღვაწეობს. „სექსშიც ისეთივე გურმანი ვარ, როგორც ჭამაში”, – აღნიშნავს მოდელი ერთ-ერთ ტაბლოიდთან საუბრისას და შეუძლებელია, არ დაუჯერო, რადგან შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო ის იტალიური ტემპერამენტი, რაც მამისგან მიიღო მემკვიდრეობით. კარმენი არ მალავს ოცნებას – იცხოვრობს 100 წლამდე, იგი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით აპირებს სიკვდილს. ის უკვე დიდი ხანია უმტკიცებს მსოფლიოს, რომ მთავარია გწამდეს საკუთარი თავის, არ უნდა შეგრცხვეს საკუთარი ასაკის და სანამ შეგიძლია, ყველაფერი უნდა მიიღო ცხოვრებისგან. მას მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის მუდმივი სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის ელექსირი.