“კარგი პერიოდია პირად ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის ან განვითარებისთვის” – ასტროლოგის პროგნოზი
ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 10-20 ოქტომბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიური პროგნოზი
(10-20 ოქტომბერი)
/© რამაზ გიგაური/
12 ოქტომბერს დასრულდა სავსემთვარეობის ჰიპერნეგატიური გავლენა დაიწყო შედარებით სასიკეთო პერიოდი, რომელიც 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამიტომ ეს პერიოდი მაქსიმალურად მოგებიანად და წარმატებულად გამოიყენეთ.
ნუ გადადებთ იმ საქმეებს სამომავლოდ, რომლებიც თქვენი მხრიდან უშუალო და რაც მთავარია, მომენტალურ ჩარევას მოითხოვენ.
ნეგატიურ ასპექტად შეიძლება ჩავთვალოთ მერკური-იუპიტერის ოპოზიცია (სრული გავლენა 10-15 ოქტომბერი). ამ დროს სასურველია უარი ვთქვათ არარეალურ იდეებსა და კავშირებზე (მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ძლიერია მარსი-ნეპტუნის ნეგატიური ასპექტიც) და ინფორმაცია აუცილებლად გადავამოწმოთ, რადგან მატულობს მოტყუების ალბათობა. გარდა ამისა, ის საქმეები თუ გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინ არის ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვახორციელოთ. არ არის საჭირო ზედმეტი ენთუზიაზმის გამოვლენა და საკუთარი თავისთვის გადამეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება.
მთლიანობაში პოზიტიური იქნება გრძელვადიანი პროექტების დაწყება, ასევე სასიყვარულო და ფინანსური თემების განვითარება. ეს კარგი პერიოდია პირად ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის ან განვითარებისთვის (განსაკუთრებით თუ ეს ურთიერთობები აგვისტოში ან სექტემბერში დაიწყო).
ამ პერიოდში ძლიერია მზე-მარსის სასიკეთო ასპექტი (გავლენა 12-20 ოქტომბერი), რომელიც აძლიერებს სიმამაცეს, გაბედულებას, მიზანსწრაფვას, თავდაჯერებულობასა და ლიდერობას. ეს ასპექტი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში რაიმე ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდნენ.
P.S. პირადი ჰოროსკოპის ან პირადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ: Messenger ან +995 599 94 06 80 (WhatsApp, Viber, Signal, Telegram).”-წერს ასტროლოგი.