“კანონი შეილახება იმ ბავშვისთვის, რომელსაც ზრდის ორი მამა..” – დათო ევგენიძე

მუსიკოსი, დათო ევგენიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პრაიდთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას აფიქსირებს:

“რატომ უნდა ჩამიტარო აღლუმი? რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები? შენ თუ კაცი გიყვარს, გიყვარდეს, ღმერთმა გაგიმარჯოს. თავისი არჩევანია. არავინ არანაირ უფლებებს არ ართმევს.

მაგრამ როდესაც შენ ითხოვ ქორწინების დაკანონებას, შენ არღვევ იმ ბავშვის უფლებას, რომელიც უნდა აიყვანო და გაზარდო. კანონი შეილახება იმ ბავშვისთვის, რომელსაც ზრდის ორი მამა..”, – წერს დათო ევგენიძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები