იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში მამაკაცებს მიმართავს.
“ჩემო საყვარელო და განუმეორებელო საქართველოში მცხოვრებო ქართველო მამაკაცებო, გავფრინდი სხვა პლანეტაზე, ჩათვალეთ, მორჩა გათავდა ჩემი იქ დაპატიჟება, თქვენც მოისვენეთ მეც დამასვენეთ.ნუ მწერთ ამდენ ცრემლიან მინდიხარს და გამუდმებულ როდის ჩამოხვალს.
თუ გინდათ, მასიამოვნოთ და გამახაროთ- იყავით ისეთი მოსიყვარულეები და მონდომებულები, როგორც ჩემს ინბოქსში ვაიბერში და ვოტსაპში ხართ, თქვენს გვერდით მყოფ გადასარევ გოგოებთან და ქალბატონებთან.
მე შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი,ქვეყანა,ხასიათი,მენტალიტეტი. სხვა ქალი ვარ,სხვაა და შორს ვარ,ძალიან შორს.
კიდევ ერთი თხოვნა, თუ შეიძლება:
ნუ იძლევით დაპირებებს, შეუსრულეთ. საქმით უფრო ეყვარებით.
დიდი სიყვარულით და ბედნიერების გულწრფელი სურვილებით” – წერს მსახიობი.
Next Post
სხვა სიახლეები