იტალიის, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდს ჩამონგრევამდე მეხი დაეცა. შემთხვევის ამსახველი პირველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ მომხდარ ტრაგედიას 22 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
საავტომობილო ხიდი 60-იან წლებში აშენდა. რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა.
სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.