იტალიაში ონლაინმარკეტმა გაყიდვების რევოლუციური მიდგომა დანერგა

 

იტალიურმა უფასო სოციალურმა მარკეტმა პროდუქტის გაყიდვის ახალი რევოლუციური მიდგომა შეიმუშავა. მათი ახალი სერვისი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს მხოლოდ 4.5 ევროდ შეეძლებათ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეძენა. ერთადერთი მოთხოვნა კი ისაა, რომ მყიდველმა სოციალურ ქსელებში – ტვიტერსა და ფეისბუქში უნდა გააზიაროს პროდუქციის ფოტოები და წეროს მცირე მიმოხილვა მათ შესახებ. ყოველი კლიენტი, რომელიც საყვარელ პროდუქტს გაუწევს რეკომენდაციას, გახდება უფასო სოციალური მარკეტის “ფუდ-ბლოგერი”.

ბლოგერებს ყოველთვიურად შეეძლებათ აირჩიონ 10 სახეობის პროდუქტი, რომელსაც 4.5 ევროდ მიიღებენ. მარკეტის დამფუძნებელის მარტინ მარინელის თქმით, ეს ახალი სარეკლამო კამპანია საშუალებას მისცემს მომხმარებელს, თვითონ აირჩიოს პროდუქტი და არ მოექცეს რეკლამის ზეგავლენის ქვეშ. რომის მაცხოვრებლებმა უკვე შეაფასეს ახალი სერვისი და კმაყოფილება გამოთქვეს. “ეს სახალისოა და გვაძლევს ფულის დაზოგვის საშუალებას”, -განაცხადა ერთ-ერთმა მყიდველმა.

როგორც ცნობილია, კომპანია აპირებს გაფართოებას და მილანში, ლაკუილში ფილიალების დამატებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები