ის წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც გმირი – რას წერს კემეროვში მომხდარი ხანძრის დროს გარდაცვლილი ტატიანა დარსალიას შვილი

კემეროვის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის დროს გარდაცვლილი ტატიანა დარსალიას შვილი სოციალურ ქსელში სტატუსს საკუთარი დედის პირადი გვერდიდან აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის ამაყია დედით, რომელმაც ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი ამ ტრაგედიას შეეწირა.

ტატიანას ქალიშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ მძიმე წუთებში მათ გვერდში დგას და უთანაგრძნობს ოჯახს.

“მე ვარ ელეონორა დარსალია, ტატიანა დარსალიას ქალიშვილი. შეძლებისდაგვარად ვპასუხობ ყველას, ვინც ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით დგას და უთანაგრძნობს ოჯახს. ბოდიში, თუ ყველას ვერ გცემთ პასუხს. ჩვენ ის მუდამ გვემახსოვრება და გვეყვარება, ის იყო და დარჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. მე დღემდე არ მჯერა, რომ ეს მას შეემთხვა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ის დედაჩემია. ის წავიდა ამ ქვეყნიდან როგორც გმირი, რომელიც ბავშვებს ცენტრიდან გასვლაში დაეხმარა, თუმცა სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება”, – წერს ელეონორა დარსალია.

შეგახსენებთ, რომ კემეროვის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის დროს, უამრავ ადამიანს შორის, ეთნიკურად ქართველი მასწავლებელი ტატიანა დარსალია დაიღუპა. მან შემთხვევის დროს საკუთარ ქალიშვილს სავაჭრო ცენტრიდან გასვლაში დაეხმარა და შემდეგ უკან შებრუნდა ბავშების დასახმარებლად, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ხანძრიდან დაღწევას. ტატიანამ უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ტრაგიკულად დაიღუპა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები