„ის შეპყრობილია ამ საქმით“-დევიდ ბექჰემმა ფუტკრები მოაშენა

ცნობილი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი, დევიდ ბექჰემი მეფუტკრეობით დაინტერესდა.დევიდი უმეტეს დროს თავის აგარაკზე, კოტსვოლდსში ოჯახთან ერთად ატარებს და ფუტკრებზეც ზრუნავს.

„დევიდი მეფუტკრეობით პანდემიის დროს დაინტერესდა. თავდაპირველად მეფუტკრეობას როგორც ჰობს ისე აღიქვამდა, მაგრამ ახლა ის უბრალოდ ამ საქმით არის შეპყრობილი, – თქვა ბექჰემების ოჯახის ახლო მეგობარმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დევიდ ბექჰემის თაფლის წარმოების დაწყება 2022 წლის ბოლოს იგეგმება.

კომენტარები

სხვა სიახლეები