მსახიობი ზურა ყიფშიძე დედის, მსახიობ ელენე ყიფშიძის გარდაცვალების ღამეს იხსენებს. მისი თქმით, ბოლომდე დედის გვერდით იყო და ყველაფრისთვის ბოდიშს უხდიდა:
“ის ღამე იყო საშინელი, ბოლო წამამდე მის გვერდით ვიყავი. გვერდზე ვეწექი, უკვე ძაან ცუდად იყო. არ მინდოდა… სახეზე ვარტყამდი ხელს, რომ, მეთქი… ძალიან რთული იყო.
რამდენიმე წელს ვუვლიდი, როგორც შემეძლო. სატრიპაჩო ეს არ არის, მაგრამ ვიღაცას უკვირს – როგორ მოუარეო?! აბა, ვის უნდა მოვუაროთ?! დედებს უნდა მოვუაროთ სწორედ.
რამდენიმე საათს ვიწექით და ბოდიშს ვუხდიდი ყველაფრისთვის“, – ამბობს ზურაბ ყიფშიძე „ფეისბუქინტერვიუში”.