1. განუსაზღვრელი რაოდენობის ფული.არცერთი მამაკაცი არ გაცვლის სექსუალურ აქტს ბევრი ფულის შოვნის შესაძლებლობაზე. აბა დაფიქრდით, რომ შემოგთავაზონ ულიმიტო რაოდენობის თანხა, ოღონდ მთელი ცხოვრება სექსი აღარ უნდა გქონდეთ, რას აირჩევდით? იფიქრეთ ამაზე მთელი დღე.
2. ორალური სექსი. ესეც სექსის სახეობაა, მაგრამ თუ ასარჩევად მიდგა საქმე, მამაკაცების აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია ორალური სექსით მიიღოს სიამოვნება.
3. საჭმელი. სექსი იგივე ვარჯიშია, თუ რასაკვირველია, კარგი სექსი გაქვთ. მშიერ კუჭზე კი არავის აქვს ფიზიკური დატვირთვის თავი. თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მამაკაცის გულამდე გზა კუჭზე გადის, დანამდვილებით შეგვეძლება იმის თქმა, რომ ბევრს ჭამა სექსზე პრიორიტეტულად მიაჩნია.
4. ძილი. სავარაუდოდ, ისტორიაში არცერთ მამაკაცს არ უთქვამს ”არა, მადლობა, მირჩევნია წავუძინო, ვიდრე სექსით დავკავდე”, მაგრამ მაშინ, როდესაც გარემო ფაქტორები მოქმედებს, მაგალითად, მძიმე სამუშაოს შემდეგ გათენებული ღამე, ან ზედმეტი ალკოჰოლი, სექსი უკანასკნელია, რაც მამაკაცს გაახსენდება. მისთვის ამ დროს ყველაზე სექსუალური არსება ბალიში და საბანია.
5. მასტურბაცია. მოდი პირდაპირ ვთქვათ, სექსი დიდ ძალისხმევას მოითხოვს – პარტნიორზე უნდა იზრუნო, უნდა გაოფლიანდე, გადაიღალო. ამიტომ, ზოგჯერ გაცილებით მოსახერხებელია, თავად მიხედო საკუთარ თავს. ორგაზმი ხომ მაინც ორგაზმია.
წყარო:http://www.ambebi.ge