“ის არც მოდელია და არც “გუჩის” სახე” – რა ინფორმაცია ვრცელდება სომეხ გოგონაზე

ფესიბუქგვერდი FashionHolics Online სომეხი გოგონას შესახებ წერს, რომლის მილანის მოდის კვირეულზე გამოჩენას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, გოგონა არც მოდელია და არც “გუჩის” სახე, ის მხატვარია.

რაც შეეხება არმინე არუთიანის მოდის კვირეულზე გამოჩენას, როგორც “გუჩის” მოდელის, სპეციალური დატვირთვა ჰქონდა.

„ეს სომეხი გოგო მოდელი არაა, მხატვარი ილუსტრატორია. “გუჩის” ახალ შოუში მონაწილეობდა, გახსნით ნაწილში, რომელიც საკამათო იყო. ჩვენება დამაწყნარებელი პერანგებით შემოსილებმა გახსნეს, რასაც ერთი გოგონასგან პროტესტიც მოჰყვა – მან ხელებზე დაიწერა: მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა.

ესკალატორზე იდგნენ და თეთრ პერანგებში, უმაკიაჟოდ, ვარცხნილობის გარეშე, ფერმკრთალები და ცოტა შემზარავი სახეებით გამოვიდნენ, რაც მძიმე აურის შექმნას ემსახურებოდა. შემდეგ დაიწყო ტიპური შოუ, რომელზეც მოდელები გამოდიან. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ ასეთი გახსნით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე იყო რეფერენსები, რაც მოგვიანებით “გუჩიმ” ახსნა, როგორც ექსტრემალური გამოხატულება იმ უნიფორმებისა, რომელსაც საზოგადოება განსაზღვრავს და აკონტროლებს, თუ როგორ გამოიყენება ძალაუფლება იდენტობის გასანადგურებლად.

გუჩის დიზაინერს თავად აქვს მსგავსი პრობლემები და მკურნალობს. შესაბამისად, მისთვის ეს თემა ძალიან პირადული, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. იმ ადამიანებს, რომლებიც შოუს გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ, პოდიუმზე ქეთვოქიც არ ჰქონიათ, უბრალოდ, თეთრი ხალათებით იდგნენ ესკალატორზე, როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც სახეზე იდენტობის გაურკვევლობა და დარღვევები აწერიათ და ასეთი ტიპაჟები უნდოდათ. ერთი, რომ ალესანდრო მიკელეს “გუჩი” ტოპ მოდელებზე მორგებული ბრენდი არაა, მეორე, რომ თემა განსაკუთრებით ისეთი ჰქონდა, იქ ადრიანა ლიმა ვერ დადგებოდა. ამ ადამიანებს ეს როლი ჰქონდათ გუჩის შოუშიც, რომელიც ფაქტობრივად, კარგი სპექტაკლია ალესანდროს ხელმძღვანელობით”, – წერს FashionHolics Online.

კომენტარები

სხვა სიახლეები