“ისტერიკაში ისე არ უნდა ჩავარდე, კონტროლი დაკარგო” – “იმედის” ჟურნალისტების პასუხი ნიკა გვარამიას

ტელეკომპანია „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტი„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.

„ნიკა გვარამია, დანარჩენი ყველაფერი გასაგებია, ტყუილებიც და სხვა რამეც, მაგრამ პირადი შეურაცხყოფის ეს უკიდურესი ფორმა, უზრდელობის გარდა ამაზრზენობა და წარმოუდგენელი თავხედობაც არის.

ასე ვისაც აქამდე მიმართავდი, იმათთან გააგრძელე. შენთან თავს რადგან არავინ იყადრებს და პასუხს არ გცემენ-ხოლმე, როგორც ჩანს, ძალიან მიეჩვიე.

ისტერიკაში ისე არ უნდა ჩავარდე, კონტროლი დაკარგო და უკადრებელი იკადრო“, – წერს ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.

გვარამიას ასევე კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურნენ „იმედის“ სხვა ჟურნალისტებიც.

ცნობისთვის: „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

„იმედის ჟურნალისტს მოუვიდა ხმოვანი შეტყობინება: მგონი დაგვერხა, აწიეთ ტრაკები რამე ქენით, თორე მოდიან ნაცები და დაგვ** გოჭებივითო.

არავინ არავის არ და**ნავს, გარანტიაში ვდგები. მით უმეტეს, ჟურნალისტებს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები