,,ებრაელი ვარ ქართველი! თანაც ვანელი!“
ისრაელში მოღვაწე ქართველი მომღერალი ანზორ (ბუჭუნა) მოშიაშვილი გარდაიცვალა.
“გუშინ მიკროფონი ეჭირა ხელში, და ქართულ სიმღერას მღეროდა ისრაელში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ამერიკაში და ყველგან, სადაც ქართველ ებრაელებს სუფრა ქონდათ გაშლილი. მისი პოპულარობა ვანიდან იწყება ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლ ,, საჩინოდან“ 1974 წელს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა როგორც მოქალაქე და და მომღერალი. დიახ! მომღერალი რომლითაც გამოირჩეოდა საკუთარი ტემბრით, ინტონაციით ….ქართულმა სიმღერამ გადამარჩინაო ამბობდა, გადაარჩინა კიდეც რადგან ძნელია ასეთი პოპულარობა მოიპოვო და საკუთარი ადგილი ნახო შოუ ბიზნესში როგორც ებრაელ ისე ქართველ ერს შორის, საოცარი მეუღლე, მისაბაძი მამა და უსაყვარლესი ბაბუა, ასეთი დარჩა ბუჭუნა მოშიაშვილი მის თაყვანისმცელმებში, საოცრად ენატრებოდა საქართველო და ხშირად სტუმრობდა კიდეც, ეფერებოდა მეგობრებს, ახლობლებს, ჩვეული სტილით, ყველას ვინც თაყვანს სცემდა მის შემოქმედებას, გამოირჩეოდა თვითმყოფადი იუმორით და ხალისიანი შეხვედრებით.
ახლა კი….სამუდამოდ დადუმდა მისი მიკროფონი, რომელსაც თან დაატარებდა ყველგან, რომლისგანაც ბუჭუნას განუმეორებელი ხმა ისმოდა! დრო გავა და …როცა მის ჩანაწერს მოვისმენთ უნებლიეთ თვალცრემლიანი ვიტყვით ჩუმად…ბუჭუნა მღერის!”,- აღნიშნულ წერილს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს.