ისრაელს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი მიაწოდეს – მიმწოდებელი ქვეყანა არ სახელდება

ისრაელში პრეპარატ Kaletra-ს 900 000 აბია ჩატანილი, რომლითაც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ.

Vesti.co.il-ის ინფორმაციით, პრეპარატი ორ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს – “ლოპინავირსა” და “რიტონავირს”. “კალეტრას “სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში წარმატებით იყენებნდნენ ჩინეთსა და სხვა რიგ ქვეყანაში მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

გამოცემა წერს, რომ მედიკამენტის პირველი ნაკადი ისრაელში ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩაიტანეს, რომლის დასახელება აკრძალულია. წამალი სახელმწიფო კომპანია Sarel-მა მიიღო, რომელიც მას საავადმყოფოებში გადაანაწილებს.

აღინიშნება, რომ ისრაელში წამლის გაგზავნა მხოლოდ მთავრობის იურიდიულ საკითხთა მრჩევლის ნებართვის შემდეგ იქნა შესაძლებელი.

Sarel-ის გენერალური დირექტორის, ავი ბუსკილას თქმით, რთული და ხანგრძლივი პროცედურა იყო, რომელშიც რამდენიმე ორგანიზაცია მონაწილეობდა, ჯანდაცვის უწყების ჩათვლით.

გუშინვე კომპანია Aid Genomics-მა ისრაელში ჩინური კომპანია BGI-ის წარმოებული RNA COVID-19-ის 200 000 ტესტი ჩაიტანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები