მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე ცოტა 2 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ირლანდიაში ჟღალთმიანთა ყოველწლიურ ფესტივალში. დღესასწაული ტრადიციულად კროსხევენის დასახლებაში ჩატარდა. ის წელს უკვე მეექვსედ აღინიშნა. “მწითურთა ფესტივალზე” ცოცხალი შესრულებით კონცერტი გაიმართა. დღესასწაულის მონაწილეები მსოფლიოში ცნობილი ჟღალთმიანი ადამიანების შესახებ ისტორიას და საინტერესო ამბებსაც გაეცნნენ. ცნობილია, რომ მათ შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, დედოფალი ელისაბედ I , პრინცი ჰარი, მომღერალი ედ შირანი და სხვები.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟღალთმიან ბავშვებს მოუწოდეს, რეაგირება არ მოახდინონ მწითურთმიანთა მიმართ საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე. ცნობილია, რომ ისინი ხშირად ხდებიან ქილიკის ობიექტები. აღსანიშნავია, რომ ჟღალთმიანი მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე ერთ პროცენტს ოდნავ აღემატება. ირლანდიის მოსახლეობის 10 %-ს სწორედ ამ ფერის თმა აქვს. მსოფლიოში ყველაზე მეტი ჟღალთმიანი კი, შოტლანდიაში ცხოვრობს.
სხვა სიახლეები