ნიუ-იორკში მაღალი მოდის კვირეულზე დიზაინერ Diane von Furstenberg-ის ახალი კოლექცია წარმოადგინეს. ჩვენებაში მონაწილეობა 29 წლის სუპერმოდელმა ირინა შეიკმაც მიიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამერიკელი მოდელიერის ახალი კაბა წარუდგინა. თეთრ მოკლე კაბაში გამოწყობილმა ლამაზმანმა დეფილეზე სრული ფურორი მოახდინა.
„მსახიობ ბრედლი კუპერის გარდა, მან „Sports Illustrated“-ისა და მოდის ჟურნალების სრული ყურადღება მიიპყრო. შესაბამისად, უახლოეს დღეებში მისი მომნუსხველი ფოტოები ფერადყდიანი გამოცემების გარეკანზეც გამოჩნდება,“- წერენ დასავლური ბულვარული გამოცემები.
https://www.youtube.com/watch?v=2JRiK3-znxU&feature=youtu.be