ირინა შეიკმა ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა- „ ბავშვობაში თანაკლასელები სიგამხდრის გამო დამცინოდნენ“

 

ბავშვობაში ირინა შეიკი მისი სიმაღლისა და სიგამხდრის გამო ხშირად დაცინვის ობიექტიც ყოფილა. „ მე მაღალი ვიყავი. შავი კანით და დიდი ტუჩებით, ბიჭები ამის გამო იცინოდნენ ჩემზე და „ჯოხს“ მეძახდნენ. სკოლაში ქვედაბოლო მეცვა და ქუსლებით დავდიოდი. ამ დროს დამინახავდნენ ისინი და ყვიროდნენ: „შეხედეთ ჯოხი ქუსლებზე“… ეს სევდას მგვრიდა.

რამდენიმე დღის უკან ირინა შეიკმა თავისი ბავშვობის ფოო „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა წარწერით „ დღის საუკეთესო დასაწყისი-ღიმილია“. სწორედ ამავე პერიოდში ირინა შეიკის ყოფილმა ბოიფრენდმა კრიშტიანუ რონალდომაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამში“ თავისი ბავშვობის ფოტო. შეგახსენებთ რომ წყვილი ამ წლის დასაწყისში ერთმანეთს დაშორდნენ. რის შემდეგაც უკვე გაზაფხულზე ირინა შეიკი ბრედლი კუპერს ხვდებოდა.

5885

 340x464_1_60b66acce5e1f75ab674738f55c6c5f5@340x464_0xd42ee42a_20677268311444059863

კომენტარები

სხვა სიახლეები