ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს ხვდებიან – მედია ახალ ვარსკვლავურ წყვილზე

უცხოური მედია მსახიობ, ბრედლი კუპერისა და მოდელ, ირინა შეიკის რომანზე ალაპარკდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მსახიობი და 29 წლის მოდელი ნიუ-იორკში, ბროდვეიზე ერთერთ მიუზიკლზე დააფიქსირეს.

გამოცემა People-ი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეიკმა და კუპერმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს, თუმცა მათი ურთიერთობა ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლება.

შეგახსენებთ, 5 წლიანი რომანის შემდეგ , იანვარში ირინა შეიკი პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდოს დაშორდა.

გასულ თვეს , მოდელ სუკი უოთერჰაუსთან 2 წლიანი ურთიერთობა დაასრულა ბრედლი კუპერმაც.

მედიაში, კუპერსა და შეიკს ერთერთ საუკეთესო ვარსკვლავურ წყვილად უკვე განიხილავენ.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები