იორდანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრინცი უილიამი, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქვეყნის ისტორიულ ადგილებსაც ათვალიერებს. პრინცი ქალაქ ჯერაშში, უძველესი რომაული ნაქალაქარის დასათვალიერებლადაც იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ ქალაქში 30 წლის წინ, მისი მეუღლე – კეიტ მიდლტონი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ პრინცი უილიამი ფოტოს გადასაღებად ზუსტად იმ ადგილას დადგა, სადაც წლების წინ 4 წლის ქეით მიდლტონმა, მამასთან და დასთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ამ ადგილას კი პრინცს დიდ პოსტერად დაბეჭდილი კეიტისა და მისი ოჯახის ფოტო დახვდა.
“აქაურობა მას ძალიან უყვარს და ცოტათი გაბრაზდა კიდეც, რომ აქ მის გარეშე ჩამოვედი. მომდევნო ჯერზე, ბავშებიც უნდა ჩამოვიყვანო” განაცხადა პრინცმა.