ინდური ჯალები

ინგრედიენტები: ცომისთვის: ფქვილი – 2 ჩ/ჭ. არაჟანი – 1 ს/კ. მანანის ბურღული – 2 ჩ.კ. სოდა – ¼ ჩ.კ. წყალი – 1,1/4.
სიროფისთვის: შაქარი – 2 ჩ/ჭ. ლიმონის წვენი – 1 ს.კ. წყალი ჩ/ჭ.

მომზადების წესი: ფქვილი, მანანის ბურღული, სოდა, არაჟანი და თბილი წყალი ერთმანეთში შევურიოთ და კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით. მიღებული მასა 2 საათით გავაჩეროთ, რომ აფუვდეს.
სიროფი მოვამზადოთ: შაქარი, ლიმონის წვენი და წყალი შევურიოთ ერთმანეთს. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და 5 წუთი ვადუღოთ. ცომი საკონდიტრო შპრიცში გადავიტანოთ და ადუღებულ ზეთში სპირალისებურად ჩავასხათ. ორივე მხრიდან შევწვათ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ სათითაოდ 15 წამით სიროფში ამოვავლოთ. ბოლოს ლანგარზე გადავიტანოთ გასაშრობად.

კომენტარები

სხვა სიახლეები