ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში იმ პირთა კონკრეტული გვარების დასახელებას აანონსებს, რომლებსაც საახალწლო კონცერტებზე მომღერლებისთვის ვერდიქტი გამოჰქონდათ. ამის შესახებ გრიგოლია ფეისბუქზე წერს.
“ნიკოლოზობას გილოცავთ და დღეს, საღამოს ათზე “რეაქციაში” ძალიან საინტერესო და მაგარ დისკუსიას წარმოგიდგენთ – წინასაახალწლო დაპირისპირება – ვინ იმღერებს და ვინ არ იმღერებს, ვინ სად იმღერებს და ვინ ადგენს უკვე დღეს საახალწლო კონცერტებში მონაწილეთა სიას… პოლიტიკური შოუ-ბიზნესი. ერთად, ერთ სტუდიაში-მომღერლები და შოუ-ბიზნესი… ოქიტაშვილი გადაცემაში იმ გვარებს დაასახელებს, ვისაც წლების განმავლობაში მიმღერალთათვის ვერდიქტი გამოჰქონდა და დღესაც გამოაქვს… ვიწყებთ საღამოს ათზე”, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე”, – წერს გრიგოლია ფეისბუქზე.