ინგა გრიგოლიამ ფეხი მოიტეხა

პოპულარულმა ჟურნალისტმა და ტელეკომპანია “იმედის” უკვე ყოფილმა სახემ ინგა გრიგოლიამ ფეხი მოიტეხა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა “FACEBOOK”-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. “მომილოცეთ-აღმოჩნდა ,რომ ფეხზე მოტეხილობა მაქვს. ვინ შემომხედა ცუდი თვალით ნეტავ ზაფხულის ბოლოს… ჯერ გადაცემის დახურვა და ეხლა ფეხზე მოტეხილობა. გიშერი მაჩუქეთ ვინმემ სასწრაფოდ,სანამ კისერიც არ მომიტეხია!”- წერს ინგა გრიგოლია.
ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანი ამჟამად არცერთ ტელეკომპანიასთან არ თანამშრომლობს. აგვისტოს თვის ბოლოს მან “ტელე-იმედი” მას შემდეგ დატოვა, რაც ტელეკომპანიამ მოულოდნელად რეიტინგული გადაცემების, მათ შორის ტოქშოუს “რეაქცია” დახურვის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

სხვა სიახლეები