ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის – დევიდ კრამერის “პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება იყო.
აქციის შემდეგ, ადა მარშანიასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, პარტიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.