იაპონელი პრინცესა სიყვარულით გათხოვდა და ცოლად ოფისის მუშაკს გაყვა

იაპონიის იმპერატორის აკიჰიტოს ბიძაშვილი, პრინცესა აიაკო ცოლად „ჩვეულებრივ მოკვდავს“ გაყვა. მისი მეუღლე იაპონური კომპანიის რიგითი თანამშრომელი კეია მორიაა.
ქორწინების ცერემონია ტოკიოში, სინტოისტურ ტაძარში გაიმართა. ქორწილში სულ რაღაც 30 ადამიანი იყო მიწვეული – ნათესავები და მეგობრები. იმის მიუხედავად, რომ ცერემონია სინტოისტური რიტუალით შესრულდა, წყვილმა ერთმანეთს დასავლური ტრადიციით, ქორწინების ბეჭდებიც გაუცვალეს.
პრინცესა აიაკო ძველ ტრადიციულ იაპონურ სამოსში იყო გამოწყობილი, მისი რჩეული კი საკმაოდ თანამედროვედ იყო შემოსილი.
ვინაიდან, აიაკო ჩვეულებრივ მოქალაქეზე დაქორწინდა, ის იმპერატორის ოჯახის წევრის სტატუსს კარგავს. თუმცა, ზოგიერთი თავისი უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს, მათ შორის, ის კვლავ უხელმძღვანელებს ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციას.
პრინცესა აიაკოს მზითვის სახით, კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 950 ათასი დოლარი გამოუყვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები