იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მეგობარი ქალის წაყვანას აპირებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაედზავა აპირებს მეგობარი გოგონა მთვარეზე წაიყვანოს. მან ეს განცხადება, დღეს, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მათ ვინც იცის, თუ რა გეგმები აქვს მილიარდერს, მიხვდება, რომ მისი დანაპირები, სულაც არ არის ლიტონი სიტყვები. ცნობილია, რომ მაედზავა გეგმავს, თავად გახდეს პირველი ტურისტი, რომელიც მთვარეზე გაფრინდება. ამისთვის ის დიდი ხანია ემზადება. მთვარეზე გამგზავრება ხუთი წლის შემდეგ არის დაგეგმილი.
მაედზავას თქმით, თუ კი მისი ახლანდელი მეგობარი გოგოსთვის, მსახიობ და მოდელ აიამე გორიკისთვის შატლზე ადგილი და მისია მოიძებნება, მას სიამოვნებით წაიყვანს თან. მილიარდერის თქმით, გორიკიმ ბევრი რამ იცის ამ პროექტის შესახებ და ძალიან არის მისით დაინტერესებული.
„როგორც იცით, ეს პროექტი დიდ მისიაა. ხელოვნების სფეროს ყველა მოღვაწეს თავისი როლი აქვს. მეც, როგორც პროექტის კურატორს და მფლობელს, ჩემი როლი მაქვს”, – ამბობს იუსაკუ მაედზავა
42 წლის ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მისი ურთიერთობა მოდელთან ნორმალურად ვითარდება.
„ეს არ არის მხიარული მოგზაურობა. ამიტომ, თუ კი მისთვის რაიმე როლი ან მისია მოიძებნება და მოგზაურობის სხვა მონაწილეები მას მიიღებენ, მაშინ შანსი ექნება. გვინდა, რომ ყველაფერი სერიოზულად იყოს“, – დასძინა მაედზავამ.
იუსაკუმ იაპონიაში სახელი არა თავისი 3-მილიარდიანი ქონებით გაითქვა, არამედ „პლეიბოის“ ცხოვრებით. ის ხშირად იცვლის მეგობარ ქალებს. პროექტის სტარტამდე ხუთი წელი დარჩა, თუმცა როგორც ცნობილია, მაედზავას რომანები ორ წელზე მეტ ხანს არ გრძელდება. ის არასდროს ყოფილა ქორწინებაში, თუმცა სხვადასხვა ქალისგან სამი შვილი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები