“ი­მა­ზე უფ­რო მე­ტი გი­ჟი ვარ, ვიდ­რე სხვებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ” – ნუ­ცა ბუ­ზა­ლა­ძის ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი

“ა­რა­სო­დეს არაფ­რის გა­მო, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას არ დავ­თ­მობ. ზუს­ტად ვი­ცი, იმ საქ­მის წყა­ლო­ბით, რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევ”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე  ჟურნალ გზასთან ინტევიუში მისი მიზანი  და ოც­ნე­ბა მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბის მიღ­წე­ვაა.

– 20 წლის გავ­ხ­დი. ჩემ ირ­გ­ვ­ლივ მყო­ფე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აზ­როვ­ნე­ბით გა­ცი­ლე­ბით ვუს­წ­რებ ჩემს ასაკს. ამ­ბო­ბენ, – 30-35 წლის ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვე­ბო (ი­ცი­ნის). აი, გა­რეგ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბით კი, ჩე­მი აზ­რით, ზუს­ტად იმ­დე­ნი წლის ვარ, რამ­დე­ნი­საც რე­ა­ლუ­რად გახ­ლა­ვართ.
– რო­მე­ლი გირ­ჩევ­ნია: მო­ით­მი­ნო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა თუ არა­სო­დეს გა­მო­ცა­დო ის?
– ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე ცუ­დი ის იქ­ნე­ბა, თუ არას­დ­როს გა­მოც­დი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას. ეს ხომ ადა­მი­ანს ბრძო­ლი­სა და შრო­მის ჟინს უმ­ძაფ­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბაც მო­დის. მთა­ვა­რია, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას არ შე­ე­გუო, ხე­ლი არ ჩა­იქ­ნიო. ხან­და­ხან, ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც ჩვენ გვინ­და და ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სიც სწო­რედ ამა­შია.
– თუ ცხოვ­რე­ბა ასე­თი ხან­მოკ­ლეა, რა­ტომ ვა­ი­ძუ­ლებთ თავს ვა­კე­თოთ ის, რაც არ მოგ­ვ­წონს?
– სხვა­თა შო­რის, ამ თე­მა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია. ჩემს თავს რომ არ და­ვა­ძა­ლო რა­ღა­ცე­ბი და მხო­ლოდ ის ვა­კე­თო, რაც მომ­წონს და მსი­ა­მოვ­ნებს, იმ პი­როვ­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რიც ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც დღეს ვარ. ბევ­რი რამ ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რი­სი გა­კე­თე­ბაც არ მინ­დო­და ან მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ გა­მი­კე­თე­ბია, რად­გან ჩემ­თ­ვის შე­დე­გი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რა თქმა უნ­და, სა­ხე­ლიც.
– რომ მო­გე­ცეს შან­სი, შენს ცხოვ­რე­ბა­ში შეც­ვა­ლო მხო­ლოდ ერ­თი დე­ტა­ლი, რას შეც­ვ­ლი­დი?
– გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, არა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი. ვფიქ­რობ, ისე წარ­ვ­მარ­თავ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, რომ არას­დ­როს არაფ­რის შეც­ვ­ლა არ მო­მინ­დე­ბა.
– წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა გახ­და მსოფ­ლი­ოს ვა­ლუ­ტა. რა ტი­პის სამ­სა­ხუ­რი გაგ­ხ­დი­და მდი­დარს?
– ვფიქ­რობ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბა ან რო­მე­ლი­ღაც სო­ლი­დუ­რი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რო­ბა გა­მამ­დიდ­რებ­და (ი­ცი­ნის).
შენ აკე­თებ იმას, რი­სიც გჯე­რა, თუ ცდი­ლობ და­ი­ჯე­რო იმის, რა­საც აკე­თებ?
– ყო­ველ­თ­ვის იმას ვა­კე­თებ, რი­სიც მჯე­რა და რის­კ­ზე გა­უ­აზ­რებ­ლად არას­დ­როს მივ­დი­ვარ. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა საქ­მის კე­თე­ბის დროს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
და­ვუშ­ვათ, ადა­მი­ა­ნი სა­შუ­ა­ლოდ 40 წელს ცოცხ­ლობს. რას შეც­ვ­ლი­დი იმის­თ­ვის, რომ უკე­თე­სად გეცხოვ­რა?
– ჩე­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი იმ­დე­ნად ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­იწყო, რომ ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერს დავ­ტო­ვებ­დი ისე, რო­გორც არის… ვფიქ­რობ, 20 წლის ასა­კის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. იმე­დია, წინ კი­დევ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მე­ლო­დე­ბა.
რამ­დე­ნად აკონ­ტ­რო­ლებ ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნას, რაც შენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა?
– რა თქმა უნ­და, ვა­კონ­ტ­რო­ლებ, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში ვი­ცი, დავ­ზა­რალ­დე­ბი… იმას, რაც ჩე­მი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, სხვას ბო­ლომ­დე ვერ ვან­დობ.

ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები