თუ სიმდიდრის მოზიდვა გსურთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ეს ნივთები საფულიდან

არსებობს სხვადასხვა რიტუალი, რომლებიც იზიდავს სიმდიდრეს და ბევრი მათგანი სწორედ საფულესთანაა დაკავშირებული. ასეთი ცრურწმენების დაჯერება-არდაჯერება თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. 21-ე საუკუნეში სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ნაღდ ფულს – ბანკნოტებითა და მონეტებით გადახდები ბარათებმა და გადარიცხვებმა ჩაანაცვლა. თუმცა საფულეს თან ყველა ატარებს.

რა უნდა გვედოს საფულეში სიმდიდრის მოსაზიდად?

კარგი ნიშანია თქვენი პირველი დამოუკიდებელი შემოსავლის კუპიურის ან მონეტის ტარება. ბევრი ადამიანი ასევე ატარებს:

• “შეუცვლელი” დოლარი
• წითელი ძაფი
• „საფულის თაგვი“ – სპეციალური მინიატურული სუვენირ-ამულეტი

საფულეში ფოტოების შენახვა არ

შეიძლება. თითოეულ ფოტოს თავისი ენერგია აქვს, რომელიც ფინანსურ ენერგიასთან კავშირს ასუსტებს.
ყველაფერი, რაც გატეხილია, უნდა ამოიღოთ საფულიდან – ამიტომ, იქ არ უნდა შეინახოთ წვრილმანი, რომელიც საჭიროებს შეკეთებას. მშრალ ყვავილებსაც არ აქვთ ადგილი ჩანთაში – ისინი „მკვდარ“ მუხტს ატარებენ.

და ბოლოს, საფულიდან ამოიღეთ ყველაფერი, რაც ვადაგასულია – ძველი ბარათები, დავიწყებული ჩეკები, ძველი შენიშვნები.
და, მაშინაც კი, თუ თანხის გადახდას ბარათით ამჯობინებთ, მაინც შეინახეთ საფულეში მინიმუმ რამდენიმე მონეტა. ეს თქვენს ფინანსებზე დადებითად იმოქმედებს.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები