თუ თქვენ ახალი ურთიერთობის დაწყება ან ყოფილთან შერიგება გსურთ, ეს საუკეთესო დროა!

ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, დავსახოთ მიზნები და  დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები.

13 მარტს ახალი მთვარე თევზების ზოდიაქოშია. თევზების მმართველი პლანეტა ნეპტუნია, რომელიც შთაგონებასთან, ილუზიებთან, სიზმრებთან, ფსიქიკურ უნარებსა და ქაოსთან ასოცირდება. მისთვის არ არსებობს საზღვრები და ის მჭიდროდაა დაკავშირებული სულიერებას და რწმენასთან.

თევზების ენერგიას ემატება ისიც, რომ ახალ მთვარესთან შეერთებაში იმყოფება ვენერა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციებს, რადგან ვენერა სიყვარულის, ურთიერთობების მმართველია.

ახალი მთვარე თევზებში ნეპტუნსა და ვენერასთან ერთად მოგცემთ შანსს, შემოირიგოთ ნაწყენი ადამიანი, გამოხატოთ ემოციები და იყოთ გულწრფელი.

სწორედ ამიტომ, ეს საუკეთესო დროა, დარჩეთ მარტო, დაფიქრდეთ, დაისახოთ მიზნები და იმოქმედოთ. მთვარის ეს მდებარეობა სასიყვარულო ურთიერთობების აღსადგენად და ახალი ურთიერთობის დასაწყებად საუკეთესო პერიოდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები