“თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში”

პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” საუბრისას განაცხადა, რომ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში. ეს კომენტარი მან კორონავირუსზე საუბრისას გააკეთა:

“მთელი უბედურება არის ის, რომ ამ ვირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც  – ახალი წელი, არც – დილა და არც – საღამო. ის ვრცელდება მაშინ, როდესაც მისცემ საშუალებას. თუ ჩვენ გავიხსნებით 24-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც  ნაადრევად გაიხსნა, გადაიხადა ორმაგი და სამმაგი ფასი.

შესაბამისად, საქართველო არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ დავინახეთ შედეგი ჩაკეტვის. დავინახეთ, რომ ჩაკეტვამ შედეგი მოგვცა. კი, ბოლომდე ჩაკეტვა არ იყო, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც მოვიპოვეთ,  დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები