ახალი დასახლების მშენებლები ფიქრობდნენ, რომ მდიდარი ადამიანები არაბული ქვეყნებიდან ელიტურ უბანში აშენებულ სახლებს იყიდდნენ და დასახლდებოდნენ. რის გამოც 732 ვილის და სავაჭრო ცენტრის აშენება იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩანაფიქრი მხოლოდ სანახევროდ განხორციელდა – მშენებლობა დაფინანსების არქონის გამო შეჩერდა. სპარსეთის ყურეში მცხოვრებმა ინვესტორებმა ნავთობზე ფასის დაწევის გამო, დეფოლტი გამოაცხადეს. დასახლებაში ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს – პატარა თეთრი ციხესიმაგრეები შავი სახურავებით. თითოეულის ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია, როგორც გამოცემა “LIFE” წერს, მშენებლებს 100 მილიონამდე დოლარი დააკლდათ. კომპანია სასამართლოში ჩივის და გაყიდვის უფლების ნებართვას ითხოვს.