“თოკი მომეცი, თავი უნდა მოვიკლა“ – ბულინგის გამო სასოწარკვეთილი ბავშვის თხოვნა დედას, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა (ვიდეო)
კვადენი, 9 წლის ავსტრალიელი ბიჭია, მისმა სასოწარკვეთილმა თხოვნამ დედის მიმართ მსოფლიო აალაპარაკა. გუშინ, კვადენის დედამ, იარაკა ბეილმა სოციალურ ქსელში შვილის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბულინგის გამო იმედგაცრუებული და შეწუხებული ბავშვი დედას თოკს სთხოვს, იმისათვის, რომ თავი მოიკლას.
„მინდა რომ მოვკვდე, მომეცი თოკი, თავი უნდა მოვიკლა“, – ამბობს ბავშვი, რომელიც სკოლაში მორიგი ბულინგის მსხვერპლი გახდა, ამის მიზეზი კი მისი ტანდაბალი ვიზუალი გახდა.
აღნიშნულით დედა ძალიან შეწუხებულია და ვიდეოში აცხადებს, რომ მოხდარი არის შედეგი, რომელიც ჩაგვრას მოჰყვება.
ვიდეოს 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.