თინა კანდელაკი: თუკი შეეცდებიან ჩვენს დაჩოქებას, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან რუსეთი არასდროს დაიჩოქებს

თუკი შეეცდებიან ჩვენს დაჩოქებას, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან რუსეთი არასდროს დაიჩოქებს, – ამის შესახებ თინა კანდელაკმა მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე პროპუტინისტურ და უკრაინაში ომის მხარდამჭერ მრავალრიცხოვან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

„ამ ლოგიკით უნდა ავკრძალოთ ალბათ სიკორსკი, მალევიჩი, კოროლიოვი, ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი ეროვნების მიუხედავად, გაიზარდა და ყველაფერს მიაღწია ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში. ისინი ჩვენს დაცინვას ცდილობდნენ, ჩვენ კი მდუმარედ ვაკეთებდით ჩვენს საქმეს – ჩვენ აღმოვაჩინეთ ანტარქტიდა, ჩვენ გამოვიგონეთ წამლები ციმბირის წყლულისა და კორონავირუსისთვის, ჩვენი ბალეტი, თეატრი, ხელოვნება, სპორტი დღემდე რჩება მსოფლიოში საუკეთესოდ. იცით, რას გეტყვით? ჩვენ ვერ წაგვშლიან, როგორც ანგარიშს სოციალური ქსელებიდან. ჩვენ ვართ ნაცია, რომელსაც ვერასდროს მოდრეკთ. თუკი შეეცდებიან ჩვენს დაჩოქებას, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან რუსეთი არასდროს დაიჩოქებს!.“ – თქვა კანდელაკმა

დღეს მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

სხვა სიახლეები