თვითიზოლაციაში მყოფი ქალი უცნაური გართობისას საკუთარ ეზოში განძს გადააწყდა – “კორონავირუსული ისტორიებიდან”

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კარანტინი და დაპაუზებული მსოფლიო – სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვა მოქმედებს, ხალხი კი გარეთ გასვლას უფრთხის.

ჰემპშირის საგრაფოში მცხოვრებმა, 48 წლის ამანდა ჯონსტონმა საკუთარ ეზოში 500 წლის წინ დამზადებული უნიკალური მონეტა იპოვა. ის უკვე რამდენიმე კვირაა,  თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, ძალიან მოიწყინა და, ყველა გასართობის ამოწურვის შემდეგ, მარტოხელა დედამ 11 წლის ვაჟის მეტალის დეტექტორი აიღო და ეზოში გაიარ–გამოიარა.

სახლში ჯდომამ ძალიან დამღალა და მინდოდა, მენახა, თუ შევძლებდი რაიმე საინტერესოს პოვნას. თავიდან მხოლოდ გამოუსადეგარ ნივთებს ვაწყდებოდი, მაგრამ არ დავნებდი. ცოტა ხანში დეტექტორმა უცნაური ხმა გამოსცა და მიწაში ოქროსფერი ნივთი ვიპოვე“, – აღნიშნავს ამანდა. 

ნაპოვნი განძი ჰენრი VII მმართველობის დროსაა მოჭრილი. 22-კარატიანი მონეტა მოხმარებაში 1464 წლიდან ჩაეშვა და 200 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. მისი ნომინალი თავის დროზე თითქმის 7 შილინგი იყო.

რა ვიცით, ვის რა განძი გვაქვს დამარხული ჩვენს ეზოებში, არცთუ ისე მოსაწყენი “გასართობი” უნდა იყოს – მივბაძოთ ამანდას.

კომენტარები

სხვა სიახლეები