თვალთვალის მანიით, დეპრესიით და გონებრივი აშლილობით დაავადებული გენიოსი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მსოფლიოს ისტორიაში ბევრ გენიოსს აღმოაჩენთ, რომლებიც, არც მეტი არც ნაკლები, ფსიქიკურად იყვნენ დაავადებულნი, თუმცა ამ ფაქტს მათთვის ხელი არ შეუშლია, თავიანთი საქმიანობით მსოფლიოს ხალხთა გულები დაეპყროთ.
ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი მწვავე დეპრესიით და გონებრივი აშლილობით იტანჯებოდა. სიმპტომები – მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ, თვალთვალის მანია, ნერვული აშლილობები. მწერალი 1960 წელს კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა. სტანჯავდა ხშირი დეპრესიები, შიშის გრძნობა. დიდი ხნის განმავლობაში მას არც წერა შეეძლო და ფსიქიატრიულ კლინიკაში ნებაყოფლობით დაწვა.
მწერალს ელექტროშოკის 20 სეანსი ჩაუტარეს. კლინიკიდან დაბრუნებული დარწმუნდა, რომ კვლავ არ შეეძლო წერა და თვითმკვლელობაც პირველად მაშინ სცადა, თუმცა ახლობლებმა მას ხელი შეუშალეს. ცოლის თხოვნით, მკურნალობის კურსი ერნესტმა ხელმეორედ გაიარა, მაგრამ იქიდან გამოსულმა მაინც არ გადათქვა თავისი და საბოლოოდ თავი მოიკლა.
მსგავსი დაავადებებით იტანჯებოდნენ ფრანც კაფკა – მას გამოხატული ნევროზი, დეპრესია ჰქონდა; ჯონათან სვიფტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა და სიცოცხლის ბოლო წლებში ჭკუასუსტი გახდა; ჟან-ჟაკ რუსოს პარანოია ახასიათებდა, ნიკოლაი გოგოლს – შიზოფრენია, პერიოდული ფსიქოზი, ჰალუცინაციები; გი დე მოპასანს კი მთელი ცხოვრება ეშინოდა გაგიჟების. ორჯერ სცადა თავის მოკვლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კლინიკაში მოათავსეს, სადაც აღესრულა კიდეც.

კომენტარები

სხვა სიახლეები