„თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა -„ჩაალაგა ნივთები, ჩააქრო შუქი და წავიდა”

ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, საქართველოს რამდენიმე რეგიონს დღეს ელექტროენერგია შეზღუდული ჰქონდა. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამ ორმა ფაქტმა სოციალურ ქსელში ვებმომხმარებლები გაამხიარულა. გთავაზობთ სახალისო კომენატრებს:

“ჩაალაგა ნივთები, ჩააქრო შუქი და წავიდა”

“საყვარელი, გასვლისას შუქი არ დაგრჩეს ჩართულიო…”

“ანუ დააბნელა და სიბნელეში გაიპარა?”

“შუქი არ მაქვს მაგრამ მაინც თქვენ რომ გაგინოთ რამე პრობლემა ხომ არ გექნებათ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power?”

“პატივი მცეს, დამაცადეს სანამ ჩემი ფეხით ავედი მე-7 სართულზე და მერე მოვიდა“

„გენერატორის სუნი მომნატრებია“

„წყალი გამოუშვით რა 30 წუთით,  უცებ ვიბანავებ“

„აპოკალიფსის ოთხი მხედარი: ფეისბუქის გათიშვა, გუგლის გათიშვა, წყლის გათიშვა და დენის გათიშვა“

„შევარდნაძე რამ გამახსენა ახლა“

„ფეისბუქი“ გაითიშა, სინათლე წავიდა, წყალი დაწყდა, ნეტა მტკვარი რას შვრება, დგას?“

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები