თეთრი ოქროს პირბადე, რომელიც 3040 ბრილიანტის თვლით არის გაწყობილი (ფოტო)

Jacob & Co.-ს მორიგმა შედევრმა მსოფლიო საზოგადოება აალაპარაკა. დიზაინერული საათებისა სპეციალისტებმა შექმნეს ნიღაბი, უნიკალური და ძალიან ძვირადღირებული – იგი 3040 ბრილიანტის თვლისგან არის შექმნილი.

Diamond Face Mask-ი მთლიანად ხელით ნამუშევარია, მისი კარკასი თეთრი ოქროსგანაა შექმნილი და ათასობით ძვირფასი ქვით არის გაწყობილი.

მისი ღირებულება, ჯერჯერობით, არ დასახელებულა, თუმცა, სარეკლამო ფოტოსესია უკვე მოეწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები