თბილისში, მათ ვისაც შია, ცხელ, ჯანსაღ საკვებს უფასოდ დაურიგებენ (ფოტო)

„გუალე–კეთილი გულით“ – ახალი საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში გაჭირვებულ ადამიანებს ცხელ და ჯანსაღ საკვებს უფასოდ დაურიგებენ. პროექტს „ახალი საზოგადოება“ და მისი მხარდამჭერები აორგანიზებენ.

აღნიშნული 22 დეკემბერს დაიწყო, გამცევი პუნქტის კარავი ვაჟა–ფშაველას გამზირზე იყო განთავსებული.

ერთი ადამიანის ულუფა შეადგენდა: 250 გრამ მოხარშულ ორაგულს, 350 გრამ ცხელ სოკოს სუპს, 400 გრამ ცხელ კომპოტს და 500 გრამ პურს.

კარავი იმავე ადგილას ყოველ კვირა დღეს გაიშლება.

გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გაზრდით დაპურებულთა რაოდენობას

ანგარიში: GE75TB7737036080100015

მიმღები: ახალი საზოგადოება

კომენტარები

სხვა სიახლეები