თბილისის მერია ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის 15 ათას ლარს გადარიცხავს

თბილისის მერია ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში 15 ათას ლარს გადარიცხავს. ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ხვალ მეორე რთულ ოპერაციას ჩაუტარებენ ფეხზე.
“მოკლედ, უახლესი ამბავი, ერთი წუთის წინ დამირეკეს მერიიდან: თბილისის მერია ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში გადარიცხავს 15 ათას ლარს! აქვე გეტყვით – მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ხვალ უტარდება მეორე, ასევე რთული და გადაუდებელი ოპერაცია ფეხზე. ძალიან გთხოვთ, ნუ შევწყვეტთ შეძლებისდაგვარად თანხების გადარიცხვას. ჯერ კიდევ არ შეგროვებულა საკმარისი თანხა ევას ოპერაციებისთვის. მიუხედავად ამისა, მადლობა ყოველ თქვენგანს შორენას ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო”, – წერს სალომე ლილუაშვილი შორენა ბერაშვილის გვერდზე.
ევას შეგიძლიათ ასევე თუნდაც ერთი ზარით დაეხმაროთ დარეკვით ნომერზე 0901701100 – “მაგთისა” და “ბილაინის” აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება 1 ლარი.
ნებისმიერი თანხა ასევე შესაძლებელია
“საქართველოს ბანკის” ანგარიშზე GE57BG0000000642055200
TBC ბანკი: GE61TB7723536010100019 (GEL) GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“: GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები