“თანხა პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა და არა ორგანიზაციის” – რას წერს შატილის ტრაგედიის დროს დაღუპული დავით სისაურის შვილი

23 აგვისტოს შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვილილი დავით სისაურის შვილი თეა სისაური სოციალურ ქსელში საბედისწერო ტურის გაუხმაურებელი დეტალების შესახებ წერს.

“2020 წლის 23 აგვისტოს დილის 5:00საათზე თბილისიდან გავიდა სამარშუტო მანქანა(თვითმხილველების თქმით უძველესი მანქანა , ვიზუალურად ეტყობოდა გაუმართაობა . რატო დაჯდნენ ასეთ მანქანაში ? – ალბათ ტურის ჩაშლის შერცხვათ ) შატილის მიმართულებით სადაც 16 კაციან სამარშუტო ტაქსში იმყოფებოდა 20ადამიანი ტურის ხელმძღვანელი და დამგეგმავი გახლდათ treveler .ge ანუ შალვა ბოლოთაშვილი , რომელმაც თანხა ჩაარიცხინა დავით სისაურს 280 ლარი პირად ანგარიშზე და არა ორგანიზაციის ანკარიშზე რაც ძალიან გასაკვირია. სამწუხაროდ 11:30 წუთზე ტურის გეგმის მიხედვით მარშუტში მჯდომი ადამიანები უკან ვეღარ დაბრუნდნენ 17 გარდაიცვალა 3 გოგონა სასწაულებლივად გადაურჩა სიკვდილს. Traveler.ge-ის და მისი ხელმძღვანელის უპასუხისმგებლობის და უყურადღებობის გამო დავკარგეთ ახლობელი ადამიანები ზოგმა შვილი ,დედა ,და,ძმა ,მამა ,ნათესავი.
შალვა ბოლოთაშვილი დღემდე აგრძელებს თავის საქმიანობას და საბედისწერო ტურებს გეგმავს არცვერთი დღე არ შეუწყვეტია საქმიანობა და არც არავის აუგრძალავს . ველოდებით გამოძიებას იმედს ვიტოვებ, რომ ზემოთ ხსენებულ კომპანია თავისი უპასუხებლობის გამო დაღუპული ამდენი ადამიანის და მათი ოჯახის წევრების წინაშე აგებს პასუხს.
ტურის მგზავრებს არც მძღოლი მოუძებნიათ და არც მიკროავტობუსი ყველაფერი თქვენი დაგეგმილი იყო ბატონო შალვა!!!!”-წერს სისაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები