იაპონელი იაიოი კუსამა ერთ-ერთი ძვირადღირებული მხატვარია, ის 2014 წლის ყველაზე ცნობილ არტისტად დასახელდა. კუსამა, რომელიც საკუთარ თავს თანამედროვეობის ალისას უწოდებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცხოვრობს და სახელოსნოც იქვე აქვს. “თანამედროვე ალისა” ძალიან საინტერესო, კონცეპტუალურ და ფერად ნამუშევრებს, ინსტალაციებს ქმნის.