თუმანიშვილის თეატრიდან მსახიობ გია როინიშვილის გათავისუფლებას მისი ყოფილი მეუღლე, მომღერალი თამარ ჭოხონელიძე ეხმაურება.
როგორც გაზეთ “პრაიმტაიმთან” საუბრისას ჭოხონელიძე აღნიშნავს, ნიჭიერ ქვეყანაში გიასნაირ ნიჭიერ მსახიობებს თეატრიდან არ ათავისუფლებენ.
“ცოტა არ იყოს გაოგნებული ვარ იმ ნაბიჯით, რაც გიას მიმართ გადაიდგა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ნიჭს, პროფესიონალიზმსა და ნიჭიერ მსახიობებს აფასებენ, გიასნაირ მსახიობებს სამსახურიდან ნამდვილად არ უშვებენ”, – ამბობს თამარ ჭოხონელიძე.
სხვა სიახლეები