თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „იმედის“ ჟურნალისტის, სოფო ბერიძის შეურაცხყოფას კოლეგები აპროტესტებენ და მას მხარდაჭერას უცხადებენ

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, სოფო ბერიძის მიმართ  გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანლის, თამარ ჩერგოლეიშვილის  შეურაცხმყოფელ პოსტს, რომელშიც  „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ცოლი მას „არარაობას“ უწოდებს, იმედის ჟურნალისტები აპროტესტებენ და კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ.

„ცოლმაც დაკარგა სახე და კვირას, 21:00 საათზე ორივე მიიღებს პასუხს და ჩავახედებ კიდეც სარკეში! ისტერიჩკა დედაკაცი 😡 სოფო ბერიძე, შენ ხარ საუკეთესო! – წერს „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი ჩიხლაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

„როგორც ერთი რიგითი პროდიუსერი, ამაყი ვარ, რომ შენნაირი პროფესიონალი ჰყავს “იმედს” და ვერასოდეს გახდები ჩერგოების ბულინგის მსხვერპლი! ვითომევროპელები..სოფო ბერიძე”, – წერს „იმედის“ პროდიუსერი  ელისო ღვინიანიძე.

„დიდი ხანია, კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალისტთან “დებატებში” შესვლის ახალი სტილი აქვს ზოგიერთ “პოლიტიკოსს” არჩეული, “ნოუჰაუა” – პასუხს თავი ჟურნალისტთან “შპილკაობით” აარიდო, მაგრამ ეგეც რომ არ გამოგდის?!  :))) -#თქვენიდემოკრატიულისტანდარტიარგაიშვას , სოფო ბერიძე  – წერს იმედის თოქშოუ „არენას“ წამყვანი რუსა შელია.

სოფო ჩვენ ხომ ვიცით, გამოვლილი გვაქვს, ეს კინოც ნანახი გვაქვს  – წერს თეა სიჭინავა.

ნინო არღვლიანი – ვერც სრულად პროპორციული და ვერც ნახევრად პროპორციული სისტემა ვერ შველის სახის დაკარგვას

ვარლამ წიკლაური – სოფო, შენზე რომ ვინმე რამეს დაწერს, შენს პროფესიონალიზმს შეეხება და ერთი სახედაკარგული მეორე სახედაკარგულს დაიცავს, ნადვილად არარაობაა!ჩერგო არა ჩირგვი! სოფო ბერიძე

“კიდევ კარგი მეხსიერება გვაქვს (ბევრს არ შერჩა ) ❗და კარგად გვახსოვს (ბევრს დაავიწყდა) ❗მათ დაკრულზე როგორ ცეკვავდნენ ( ბევრი ახლაც აგრძელებს) ❗ახლა სიმართლე რომ ესმით აღარ იციან როგორ ჩაახშონ ( ადრე არ უჭირდათ ადვილად გასდიოდათ)❗როგორ მოინელონ და ღვარძლს ანთხევენ ეს მართლა სახედაკარგულები ❗ P.S მთელი დღე გადაღებაზე ვიყავი, ახლა მოვიცალე დამეწერა #აქიმედია  – წერს „იმედის კვირის“ ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი.

მანჩი გაბელია – პროფესიულად,რომ მეტრია ეს ბევრჯერ მითქვამს. გარდა ამისა მას უნიკალური,დაუჯერებელი მეგობრობა შეუძლია! ძალიან მიყვარხარ ჩემო სოფო ბერიძე

მაკუნა აბულაძე – ჩემო სოფო, რთულია შენი ატანა

ნუცა ტრაპაიძე – „რა მაგარია თქვენ, რომ მყავხართ ! ზუსტად, რომ იცით სად, რა და როგორ უნდა თქვათ და როგორ მოიქცეთ და როგორ არ მოიქცეთ

თამარ გოგესაშვილი – სოფო ბერიძე არ ,,ც,, კი გაიფიქრო

სოფო ბერიძეს მხარდაჭერას კოლეგები სხვა მედიასაშუალებებიდანაც უცხადებენ.

თამარ ჩერგოლიშვილი იმედის ჟურნალისტისა და გიგა ბოკერიას შორის კამათმა გააღიზიანა, რის გამოც სოფო ბერიძეს არარაობა უწოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები