თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
“სამეგრელო, მარტვილი..
რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, ცდება ყველანაირ ზღვარს. არსებობს თმენის ვალდებულებაც და რეალობის აღქმაც. იქნებ, საპატრიარქომ მიიღოს გადაწყვეტილება და განმუხტოს ეპარქიაში ხალხის დაპირისპირება.
ნუ უყურებთ, როგორც სანახაობას! სამეგრელო ცირკის არენა ნუ გგონიათ!
ან როდემდე ვუყუროთ ამ უზნეობას!!
ცუდისკენ მიდის ყველაფერი.
ჩვენი კუთხის მაღალი სასულიერო იერარქებისგან გამკვირვებია. უხერხულია ეს დუმილი და გვერდიდან ყურება!”, – წერს თამარ ბელქანია.