თაკო გაჩეჩილაძე – „როგორც იქნა დამინახეს და უარყოფითი არაფერი უთქვამთ, ალილუია“

თაკო გაჩეჩილაძე თავისი კოლეგების მსგავსად დიდი დოზით არსად ჩანს. ერთი თვეა მუსიკალურ პროექტში – „ერთი-ერთში“ გამოჩნდა და ფურორიც მოახდინა. თაკოს შესრულებულმა უიტნი ჰიუსტონისა და მერაია ქერის დუეტმა მაყურებელი მოხიბლა. ჰიუსტონის რეპერტუარზე გაზრდილი თაკოსგან ეს გასაკვირი არც იყო და ამას თვითონაც ამბობს. ხოლო ვინც ის თავიდან აღმოაჩინა, დიდად მოხიბლულია. გარდა იმისა, რომ ნაკლებად ჩნდება, ყვითელი პრესისგან პირადი ცხოვრების დამალვასაც ოსტატურად ახერხებს. ამბობს, რომ რომანების ცვლაში არ არის, თუმცა მონაზონივით რომ არ იცხოვრებს – ფაქტია. ამდენად, მისგან კოლეგა ფეისმა გოგონებმა ამ „საგანში“ მასტერკლასი უნდა გაიარონ.

ყველგან თუ არ ჩანს, სიმღერით ცხოვრებას მაინც ახერხებს. გაუმართლა, მამის „ბიგ ბენდში“ გარდატეხის ასკიდან მღერის, ერთ-ერთი სოლისტია. არ უჩივის პრივატული საღამოებიდან მიღებულ შემოთავაზებებსაც. როგორც ამბობს, საწუწუნო არაფერი აქვს.

თაკო გაჩეჩილაძე:
– „ნაგლი“ ვიქნები რომ ვიწუწუნო. შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ადრე უფრო მეტი იყო. თან ყველა დიდ სადღესასწაულო კონცერტებშიც ვმონაწილეობ. მამის „ბიგ ბენდში“ ვარ დასაქმებული, ესეც რომ არ იყოს, გამოდის, რომ ან სახლში უნდა დავჯდე, ან – გავთხოვდე. მე არც ერთი მინდა და არც მეორე. სიმღერის ჩაწერა-დატრიალებასაც დიდად აზრი არ აქვს. მე რომ ისრაელში ქორწილებში და დაბადების დღეებზე დავდიოდე, გამართლება ექნება. იქ სასიარულოდ სხვა რეპერტუარია საჭირო, რაც მე არ გამომდის. ფანოღი რომ ვიმღერო? ღადაობითაც არ მიცდია.

თაკო გაჩეჩილაძე – „როგორც იქნა დამინახეს და უარყოფითი არაფერი უთქვამთ, ალილუია“ – EXCLUSIVE

– მამასთან თანამშრომლობა როგორია?
– მამა ძალიან საყვარელი ადამიანია. მაგრამ საქმეში, ანუ სახლის გარეთ, კრიტიკული და მომთხოვნია – რატომ დაიგვიანე? არ გააცდინოო – შენიშვნებს არ მაკლებს.

– თაკო, კარგად ახერხებ პირადის დამალვას. შენი რომანები აფიშირებული არასდროს ყოფილა. არ იტყვი – როგორ?
– ვარხერხებ? რა ვიცი. თბილისში ვერაფერს დამალავ. ადამიანები იმაზე ჭორაობენ, რაც დამალულია. ჩემს ცხოვრებაში ეს არ ყოფილა. ცხოვრება რომანებში არ გამომივლია. იმდენი სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია, რომ დაგეწერათ. რომც მექნება, აფიშირებას არ გავუკეთებ. გათხოვილმა ბავშვობაში ბევრი ვილაპარაკე პირადზე და შევცდი. შენი პირადი ცხოვრება სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანო. თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ პირად ურთიერთობაში, პირველი გამოცდილებიდან გამომდინარე, თავშეკავებული ვარ. რთულად შევდივარ ურთიერთობაში. ჯერ უნდა გავიცნო, მერე გამოცდები ვუტარო, დავაკვირდე და მერე გადავწყვიტო. ამას ბევრი ვერ უძლებს. ვნახოთ, ვინ გაუძლებს 🙂 ტვინს რომ ჭამენ ქალები, ასეთი კატეგორიის არ ვარ. არ მიყვარს ზემდეტი შემოწმება და კითხვები. მე ჩემი მოთხოვნები მაქვს, რომლის არქონა უთავმოყვარეობაა.

– შვილიშვილი გვინდაო, შენ და ნინოს არ გეჩიჩინებიან მშობლები?
– ახლა რა თემას შეეხე… რა ვქნა? მეც მინდა. მზისგან ჩავისახები და გავაჩენ-მეთქი, ვხუმრობ. ბავშვები ძალიან მიყვარს, სულ ვეთამაშები, მათთან ყველაზე მაგრად ვერთობი. მაგრამ ჩემს შვილს მინდა ღირსეული მამა ჰყავდეს. მინდა ისეთ ოჯახში გავზარდო, როგორშიც მე გავიზარდე. ასეთ მამაკაცს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ამიტომ ოჯახის შექმნაზე ლაპარაკი ჯერ ზედმეტია. ამაში მეთანხმებიან მშობლები. საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ. ეს ძლიერ სქესს აფრთხობს. ნამდვილ, შემდგარ მამაკაცს კი, პირიქით, მოსწონს ძლიერი ქალები. მაგრამ ეს „ნამდვილი კაცი“ სად არის? ყველაფერს თავისი დრო აქვს, არ განვიცდი.

თაკო გაჩეჩილაძე – „როგორც იქნა დამინახეს და უარყოფითი არაფერი უთქვამთ, ალილუია“ – EXCLUSIVE

გარდასახვა

ერთთვიანი ფიქრის შემდეგ თაკო „ერთი-ერთში“ მონაწილეობას დასთანხმდა. უნდა მოგება, მონაწილეობასაც ამით ამართლებს.
„ყველაზე რთული პროექტია. გარდასახვა, პლასტიკა… რაც რთულია მე ხომ ის მომწონს. არანორმალურად დიდი გამოცდილებაა. სასიამოვნოდ ვიღლები, არ მცალია მეგობრებისთვის, პირადი ცხოვრება გადავდე, ვერ დავდივარ სავარჯიშოდ და ერთი თვეა მგონია, რომ მოჩლაჩული დავდივარ“.

– რომელ ნომერს გამოყოფდი?
– უიტნი და მერაია გავარტყი. ბავშვობიდან ყურსასმენებით მათ ვუსმენდი. ამ ორმა დივამ მასწავლა სიმღერა. მამაჩემის გადამკიდე სახლში ყველაფერი ჩართული მქონდა, ჯაზიდან და კლასიდიდან დაწყებული როკით დამთავრებული. ჩემი კუმირები კი მაინც ჯექსონი, მერაია და ჰიუსტონი იყვნენ. ვოკალის პედაგოგთან არ მივლია.

თაკო გაჩეჩილაძე – „როგორც იქნა დამინახეს და უარყოფითი არაფერი უთქვამთ, ალილუია“ – EXCLUSIVE

– უიტნი თავისი ხმით იმღერაო, თქვეს.
– ზოგმა ისიც თქვა, დარწმუნებული ვიყავით მეორე შენ არ იყავი და მერაია იყოო. ჩემი მანერით უიტნისთან უფრო ახლოს ვარ. თორემ თეთრკანიანს შავკანაინის ხმა და ყელი ვერ ექნება. ნინი ბადურაშვილის გრიმი მართლა არ ვარგოდა, ერთხელ ამ გოგოს ვაპატიოთ, რომ არ გამოუვიდა გრიმი. ეკა კახიანის დახმარებით ლამაზი ნომერი გამოვიდა. მეწყინა რომ ვერ მიმამსგავსეს, მაგრამ ხდება ხოლმე. უარყოფითი გამოხმაურება ჩემი მისამართით თითქმის არ წამიკითხავს. ალილუია. ძლივს. თორემ თუკი სადმე ჩემი ფოტო დევს, მიდის კომენტარები – რას ჰგავს, რატომ მღერის ეს უნიჭო, მახინჯი გოგოო. სუპერმარკეტში გოგონებმა ჩამიარეს – რა მახინჯი ყოფილა, რას ჰგავსო, ჩაილაპარაკეს.

თაკო გაჩეჩილაძე – „როგორც იქნა დამინახეს და უარყოფითი არაფერი უთქვამთ, ალილუია“ – EXCLUSIVE

– გამოდის, რომ ამ პროექტმა ახალი ეტაპი დააყენა შენს ცხოვრებაში.
– შეიძლება, თუმცა ეს ჩემთვის ახალი ეტაპი და ახალი თაკო არ არის. მე ვიცი, რა შემიძლია. ასე იმიტომ მიიღეს, რომ არ ვჩანდი და არ იციან რა შემიძლია.

– ამიტომ უნდა ჩანდე შენი შესაძლებლობებით…
– ალბათ, მართალი ხარ. რომ არ ვჩანდი, თქვეს, ვაიმე, დედა, ეს ვინ ყოფილაო?! მე მიხარია – როგორც იქნა დამინახეს! 🙂 ცეკვებზე ვიზარმაცე, რეპეტიციებზე არ დავდიოდი და ამიტომ

– მოგება გინდა?
– რა კითხვა დამისვი? არ იცოდე მაინც რა ტიპი ვარ? მოგება რომ არ მინდოდეს მივიღებდი მონაწილეობას? წელს ძლიერი მონაწილეები ჰყავს ამ პროექტს. ეს მომწონს, არ ვეშვები, მეტია ჯანსაღი კონკურენცია – გინდა აჯობო. რა თქმა უნდა, მონაწილეობაც კარგია, მაგრამ ჩემთვის აღარ. დამწყები მომღერალი რომ ვიყო, მონაწილეობაც ჩემთვის სიამოვნება იქნებოდა. თუმცა ჩემთვისაც დიდი სიამოვნება და უდიდესი გამოცდილებაა ეს პროექტი. მაგრამ დიდი მიზანი მაინც მოგებაა. მხოლოდ კონკურსანტის ეტაპი გავიარე.

თაკო გაჩეჩილაძე – „როგორც იქნა დამინახეს და უარყოფითი არაფერი უთქვამთ, ალილუია“ – EXCLUSIVE
წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები