თათია პაჭკორია ცირაზე და სოფო ნიჟარაძეზე საუბრობს – სხვას უფრო ეკუთვნოდა ქეთოს როლი ცნობილი მიუზიკლიდან

 ჟურნალისტი თათია პაჭკორია „კვირა+“-თან მისი ქალიშვილის – ცირა კობიაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე საუბრობს და ცირას სიმღერის შემდეგ მენტორების მიერ გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს. „ცირას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, ისტორიასთან, ფოტოებთან დაკავშირებით, მაგრამ ის გულწრფელია, მე მის მორალურ პოზიციას ვუჭერ მხარს. მის გამოსვლაში არანაირი მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიას, ძალიან მიკვირს, როცა ადამიანები ამით აპელირებენ სიმღერას, შეხედე ეს აღარ გლოვობს? ჭაობისკენ ისევ ადამიანები გითრევენ. საბედნიეროდ, ცირას აღმოაჩნდა იმდენი ძალა, რომ საერთოდ ყურადღება არ მიაქცია ამ ფაქტს, იმიტომ რომ მისი მენტორიც უდგას გვერდში, ბევრი მხარდამჭერი მესიჯი მოდის და ბევრი ადამიანი თანაუგრძნობს. მე არ მეგონა, 19 წლის გოგოს ამხელა ძალა თუ აღმოაჩნდებოდა. ყველას ჰყავს თავისი ფანი, მხარდამჭერი, მაგრამ კონკურსით არ იწყება და არ მთავრდება ჩვენი ცხოვრება, კრიტიკასა და ზიზღს შორის ძალიან დიდი ზღვარია, ვიღებთ ყველანაირ კრიტიკას, იმიტომ რომ ადამიანი არის დამწყები მომღერალი, მით უმეტეს, როდესაც შენსა და შენი ბავშვობის მეგობარში არჩევანს აკეთებენ, ორმაგად მტკივნეულია. ბევრი ერთნაირი პოტენციის ბავშვი შეიკრიბა, უბრალოდ ცირას აქვს დამატებული მისი სილამაზე, რომელიც ვიღაცებმა ვერ მოინელეს და ამით აპელირებენ. ეს არის უსამართლობა, თორემ მომღერლობამდე და ვარსკვლავობამდე ბევრი უკლია. ამ ეტაპზე ჩვენ იმის საშუალებაც არ გვქონდა, რომ ცირას ვოკალზე ემუშავა, ისე როგორც სხვები მუშაობენ, მაყურებლის წინაშე საკუთარი თვითნაბადი ნიჭით არის წარმდგარი. კი, ბატონო, გააკრიტიკე, მაგრამ ის, რომ ფეიკი ხარი და შენ არაფერს წარმოადგენ, უბრალოდ შენ ადამიანურად არ გაქვს ამისი უფლება. სოფო ნიჟარაძე შეიძლება შეადარო ვიღაცა სხვა მომღერალს და იმასთან შედარებით სხვას უფრო ეკუთვნოდა ქეთოს როლი იმ ცნობილ მიუზიკლში, ვიდრე სოფოს, მაგრამ ეს აირჩიეს. ასე ვერ განსაზღვრავ, მჯობნის მჯობნი არ დაილევა. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ცუდად მოქცევის და სიბოროტის უფლება არ გაქვს, იმიტომ რომ შენ მომავალში ვის როგორ შეხვდები, არ იცი და შენი ნათქვამი სიტყვის არ უნდა შეგრცხვეს. ჯერ არც იცის თამაში, პატარაა, ჯერ ვერ მართავს ემოციებს, 40 წლის ქალი ვარ, მორბენალი სტრიქონივით სახეზე მაწერია ყველაფერი და ემოციების მართვა მე მიჭირს.“ თათია პაჭკორიამ გავარდნილ კონკურსანტებზეც ისაუბრა და მათ წარმატებები უსურვა. „გული დამწყდა ყველაზე, ვინც წავიდა, ყველას ნამღერს „ვალაიქებ“ და წარმატებას ვუსურვებ. გიგი ადამაშვილსაც ვუსმენ. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ყველა წარმატებას მიაღწევენ. ასე ტალახის სროლა არ შეიძლება, ვიღაცა ცხოვრებაში დაიჩაგრება. ძალიან ბევრჯერ დავიჩაგრე ცხოვრებაში, მაგრამ არ გავბოროტებულვარ. თიკაზეც გული მწყდება, ჯგუშიაზეც და სკამზე ვინც ვერ დაჯდა, ყველა მონაწილეზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გაბოროტდეთ“, – განაცხადა თათია პაჭკორიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები